Monday, April 18, 2011

კვება

ჯანსაღი ცხოვრებისტვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია კვება.ჯანსაღი კვება გულისხმობს პროდუქტების მრავალფეროვნებას, ბალანსირებულ რაციონს, გემრიელ, იაფ და სასარგებლო კერძებს.
ჯანსაღი კვება უმნიშვნელოვანესი პირობაა ჯანმრთელობის შენარჩუნების, ადამიანის ორგანიზმის ზრდისა და განვითარებისათვის. ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის უკანასკნელი მონაცემებით ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობას 15%-ში განსაზღვრავს სამედიცინო სამსახურის ორგანიზაცია, 15%-ში – გენეტიკური თავისებურებები, ხოლო 70%-ში – ცხოვრების წესი და კვება.
სწორი კვება საშუალებას გვაძლევს თავიდან ავიცილოთ ან შევამციროთ ქრონიკული დაავადებების რისკი, შევინარჩუნოთ ჯანმრთელობა და მიმზიდველი გარეგნობა, დავრჩეთ მოხდენილები და გამოვიყურებოდეთ ახალგაზრდულად.  სხვადასხვა პროდუქტებს გააჩნიათ ჩვენთვის სასარგებლო თვისებები, ზოგიერთ მათგანს ქვემოთ წარმოგიდგენთ: 
ანწლი
ძველ წყაროებში შემორჩენილია ცნობები, როგორც ანწლის სამკურნალო საშუალებად გამოყენების შესახებ, იგი ბლოკავს ცნობილია რომ იგი ბლოკავდა გრიპის ვირუსებს და ეფექტურად ებრძოდა მას. თანამედროვე კვლევებიც აღიარებენ მის სასარგებლო თვისებებს ამ მხრივ თუმცე ამ კუთხით მისი შესწავლა გრძელდება. აგრეთვე დადგენილია, რომ იგი კარგი ანტიოქსიდანტია, და შეიძლება ანთების საწინააღმდეგო მმოქმედებაც ქონდეს.
სოკოები
სოკოები არამარტო სასიამოვნო, არამედ სასარგებლო საკვებიცაა, იგი შეიცავს მინერალ სელენიუმს, აგრეტვე კარგი ანტიოქსიდანტია.  სელენიუმის ნაკლებობა, გრიპის უფრო მძიმე ფორმებთან ასოცირდება, შესაბამისად სოკოებისგან მიღეებული ეს ნივთიერება აგარიდებთ ამის რისკს. აგრეტვე სოკოები შეიცავენ რიბოფლავინს და ნიაცინს რაც აგრეთვე აუცილებელია იმუნური სისტემის სრულყოფილი მოქმედებისთვის. ცხოველებზე კვლევებმა მეცნიერულად დაადასტურა, რომ სოკოებს აქვს ანტივირუსული, ანტიბაქტერიული, და სიმსივნის განვითარების საწინააღმდეგო მოქმედებაც კი.
საზამთრო
საზამთრო ძალიან სასიამოვნო და სასარგებლოა, იგი ქსოვილების ჰიდრატაციას , განახლებას, იწვევს, კარგი შარდმდენია,  აგრეთვე შეიცავს გლუტათიონს, ეს უკანასკნელიუ კი აქტიურად მონაწილეობს იმუნურ რეაქციებში. იგი ძლიერი ანტიოქსიდანტია. აგრეთვე აქტიურად ებრძვის ინფექციებს. მაგრამ გახსოვდეთ გლუტათიონი მოიპოვება სასამთროს კანთან ახლოს წითელი ნაწილის დასაწყისში.
კომბოსტო
კომბოსტო კიდევ ერთი წყაროა გლუტათიონის, აქტიურად ებრძვის ინფექციებს, გაციებას, გრიპს, და იაფი და ადვილი საშოვნელია ზამთარშიც როცა გრიპების სეზონია. ბევრ საკვებს შეგიძლიათ დაამატოთ კომბოსტო, თან სხვადასხვა სახის(ზღვის, ჩინური) რაც თქვენს საკვებს დამატებით ღირებულებას შესძენს.
ნუში
ნუში კარგი საშუალებაა, E ვიტამინის მისაღებად. აგრეთვე იგი კარგი საშუალებაა, იმუნური სისტემის გასაუმჯობესებლად სტრესული სიტუაციების დროს. იგი აგრეთვე შეიცავს რიბოფლავინს და ნიაცინს (B ვიტამინებს)
გრეიფრუტი
იგი დიდი რაოდენობით შეიცავს c - ვიტამინს. მეცნიერების მტკიცებით, მხოლოდ ამ ხილითაც კი შეიძლება საკმარისი C ვიტამინის მიღება გრიოპის დროს, დამატებითი ჩანაცვლების გარეშე. გრეიფრუტი შეიცავს ფლავონოიდებს, რომლებიც აქტიურად მონაწილეობენ იმუნური სისტემის აქტივაციაში.  თუ თქვენ გიჭირთ გრეიფრუტის მირთმევა მაშინ მიიღეთ მანდარინი და ფორთოხალი, მათაც მსგავსი მოქმედება და ეფექტები აქვთ.
ხორბლის ფაფა
ხორბლის ფაფა, რომელსაც ბავშვებსაც აქტიურად აჭმევენ, სავსეა საკვები ნივთიერებებით, ნახშირწყლებით, ცილებით. აგრეთვე შეიცავს თუთიას. აგრეთვე იგი კარგი ანტიოქსიდანტია.
დაბალ კალორიული იოგურტი
კარგი საშუალებაა ვიტამინი D- მისაღებად. მეცნიერებმა, კი დაადგინეს კავშირი , ორგანიზმში ვიტამინი D-ს რაოდენობასა და გრიპის და გაციების სიხშირეს შორის.
ნიორი
ნიორი ძლიერი ანტიოქსიდანტია, და ებრძვის იმუნური სისტემის შემასუსტებელ კომპონენტებს. აგრეთვე ნიორის სამიზნეა ჰელიკობაქტერია პილორი, რომელიც ასოცირდება კუჭის წყლულის უმრავლეს შემთხვევასთან.  უმჯობესია დაჭყლეტილი ნიორი მომზადებამდე 15-20 წუთით გააჩეროთ, რათა გააქტიურდეს იმუნიტეტის მასტიმულირებელი ფერმენტები.
ჩაი
ალბათ მაშინვე გაგიჩნდათ კითხვა მწვანე, თუ შავი? - ორივე. ისინი შეიცავენ ფლავონოიდებს და პოლიფენოლებს. ეს ანტიოქსიდანტები, იცავენ უჯრედებს თავისუფალი რადიკალების დაზიანებისგან.


წყარო: http://www.medservice.ge/jansaRi-cxovrebis-wesi/jansaRi-cxovrebis-wesi/menu-id-68.html და საძიებო სისტემა

No comments:

Post a Comment